სკანდალი, რომელიც UFC-ის ბრძოლის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი - დაკავებულია 5 პირი
1781856283
ურეკში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა მარნეულის სოფელ აღმამედლოს მკვიდრი, 21 წლის ელნურ ნაბიევია. ინფორმაციას ადგილობრივი მედია Marneuli News Ge ავრცელებს.
18 ივნისს, ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ გაიტაცა და ოთხივე მათგანი ზღვიდან ამოიყვანეს, თუმცა ერთის მდგომარეობა მძიმე იყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც ფაქტის თვითმხილველები სოციალურ ქსელში წერენ, გარდაცვლილია 21 წლის ბიჭი.
„21 წლის იყო საცოდავი... ზღვიდან რომ ამოიყვანეს, ბევრი იბრძოლეს მაშველებმა, სანამ სასწრაფო მოვიდოდა მასაჟები არ გაუჩერებიათ, შემდეგ სასწრაფომ გააგრძელა, მაგრამ უშედეგოდ“, - წერს თვითმხილველი.