ქართველ ბიზნესმენს თაღლითებმა AI-ის გამოყენებით 74 მილიონი დოლარი მოპარეს - ცნობილია საქმის დეტალები
1793879558
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალასთან მდებარე წისქვილში, 40 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიღუპა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი წისქვილის დანადგარმა ტანსაცმლით ჩაითრია და ის, ადგილზე გარდაიცვალა.
გარდაცვლილი, სოფელ კურდღელაურში მცხოვრები ზაზა მაღალფერიძეა. შენობა, რომელშიც წისქვილია განთავსებული, ყარაჯალაში მცხოვრებ პირს ეკუთვნის, თუმცა ობიექტი გაქირავებულია.