1749821201
წყალდიდობას 49 ადამიანი ემსხვერპლა - სტიქია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში წყალდიდობას 49 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სააგენტოს ცნობით, სტიქია ძლიერმა წვიმამ და თოვლმა გამოიწვია. წყლის ნაკადმა სკოლის ავტობუსი წაიღო, რომელშიც 13 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 11 მოსწავლე.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათი დაღუპვის ფაქტი დაადასტურა. სტიქიამ ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე კეიპის პროვინცია დააზარალა.