რა ვიდეო გამოაქვეყნა სიკვდილამდე ერთი დღით ადრე ბიჭმა, რომელიც ცოლმა მოკლა
1755978946
საჩხერეში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ კორბოულში ავტომობილი ავტობუსის გაჩერებასთან შევარდა, სადაც ახალგაზრდები იყვნენ შეკრებილები. მანქანა რამდენიმე ადამიანს დაეჯახა, მათ შორის 18 წლის გოგო ადგილზე გარდაიცვალა, რამდენიმე ადამიანი კი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მძღოლი დაკავებულია. გარდაცვლილი მარიამ შუბითიძეა. როგორც სოციალურ ქსელში ახლობლები წერენ, მარიამმა წელს სკოლა დაამთავრა და სტუდენტი გახდა.
"ვაიმე ვერაფერს ვერ ვუყრი თავს რა დავწერო, რითი ვანუგეშო შენი მშობლები მარი. რატომ უნდა მომხდარიყო ასე, შენ ხომ ახლა იწყებდი ცხოვრებას, სტუდენტობას. ნათელი და სანთელი შენს ლამაზ სულს ჩემო ანგელოზო, - წერს ახლობელი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.