„როგორი ნიჭიერი და საამაყო იყავი, შვილო...“ - ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს გლოვობენ
1793874921
მესტიის მუნიციპალიტეტ ეცერის თემში მეზობლებს შორის დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა.
მოკლულია ორი და დაჭრილია ერთი პირი.
არსებული ინფორმაციით, მომხდარი ფაქტი გვარებს შორის ადრე არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება.
ერთ-ერთი მოკლული პირი სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.