„როგორი ნიჭიერი და საამაყო იყავი, შვილო...“ - ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს გლოვობენ
1793874921
რუსეთში, სტავროპოლის მხარეში ქართველი არასრულწლოვანი ტყუპი ძმების ცხედრები იპოვეს. შემთხვევა ქალაქ ესენდუკში მოხდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, იგორ და ნიკალაი გურცაევები სახლიდან 17 აგვისტოს გავიდნენ და გაუჩინარდნენ. ძმებს ახლობლები და სამართალდამცველები ამ დროის განმავლობაში ეძებდნენ.
გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, პოლიციას ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
„ჩვენ ვიძიებთ მოზარდების გარდაცვალების გარემოებებს".- განუცხადეს რუსულ მედიას რეგიონის საგამოძიებო კომიტეტის საგამოძიებო განყოფილებაში.