რომში 80 წლის მამაკაცი, ცნობილი „ესპანური კიბეებიდან“ ავტომობილით ჩამოვიდა და შუა გზაზე გაიჭედა

რომი

რომის ცენტრალურ, ისტორიულ უბანში, 80 წლის მამაკაცი, ცნობილი "ესპანური კიბეებიდან" ავტომობილით ჩამოვიდა და შუა გზაზე გაიჭედა. 

პოლიციამ განაცხადა, რომ მამაკაცი ალკოჰოლზე შეამოწმეს და ტესტმა უარყოფითი პასუხი დაადგინა. პოლიციას შემთხვევის სხვა დეტალები არ გაუსაჯაროვებია, მათ შორის, ის თუ ვისი საკუთრებაში იყო ავტომობილი და იყენებდა თუ არა მამაკაცი ნავიგაციას.

მოგვიანებით, სახანძრო-სამაშველო ბრიგადებმა, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, ავტომობილი მონუმენტიდან აიღეს.

პოლიციამ მედიისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდების თხოვნას არ უპასუხა.