უმძიმესი ავარიის ახალი დეტალები - დაღუპულია სამი ადამიანი
1750314031
საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე, მოწმის სახით დღეს კიდევ ორი პირი გამოიკითხება. პროკურატურაში 12:00 საათზე დაბარებული არიან წაღვლის ადმინისტრაციული ერთეულის (რომელშიც მათ შორის შედის სოფელი ჩორჩანა), გამგებელი ვაჟა ლომიძე და ასევე, წაღვლის ადგილობრივი მცხოვრები და მერიის თანამშრომელი მანანა შეყელაშვილი.
რა მიზანს ემსახურებოდა საოკუპაციო ხაზთან პოლიციის საგუშაგოს თვითნებურად განთავსება - გიორგი გახარიას, რომელმაც გადაწყვეტილება ყველასთან შეუთანხმებლად მიიღო, საგამოძიებო კომისიის შემდეგ უკვე პროკურატურაში ელიან. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ყველასთან შეუთანხმებელი გადაწყვეტილების შედეგად, ქვეყანამ დამატებითი ტერიტორიები დაკარგა და ვითარების ესკალაციის საფრთხე გაჩნდა.