რა ემართება თქვენს არტერიულ წნევას ყავის დალევის შემდეგ
1750681080
მარტვილში, სოფელ მუხურჩაში მომხდარი საზარელი დანაშაულის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. შვილის მიერ მოკლულ, 86 წლის ქალს, სავარაუდოდ, ნაჯახით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.
არსებული ინფორმაციით, პენსიონერ დედას შვილი ფულს სთხოვდა. სწორედ აქედან დაიწყო მათ შორის კონფლიქტი.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.