1750332867
მასშტაბური ავიაკატასტროფის შემდეგ, Air India მომსახურებას 15%-ით შეამცირებს

Air India-ს განცხადებით, დიდი ზომის თვითმფრინავებით საერთაშორისო რეისების შესრულებას 15%-ით შეამცირებს. კომპანიის განმარტებით, შეზღუდვა 20 ივნისიდან მინიმუმ ივლისის შუა რიცხვებამდე იმოქმედებს.
კომპანიამ გადაწყვეტილება ინდოეთში მომხდარი მასშტაბური ავიაკატასტროფის შემდეგ მიიღო, რომელსაც თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 241 ადამიანი ემსხვერპლა.
კომპანიის განმარტებით, მომსახურებას თვითმფრინავების უსაფრთხოების შემოწმების მიზნით და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო ზღუდავს.
"იმ რთული გარემოებების გათვალისწინებით, რომელთა წინაშეც დგას Air India, ჩვენი ოპერაციების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, ეფექტურობის გასაუმჯობესებლად და მგზავრებისთვის შეფერხების შესამცირებლად, Air India-მ გადაწყვიტა, შეამციროს საერთაშორისო ოპერაციები 15%-ით, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში", - ნათქვამია ავიაკომპანიის პრესრელიზში.