ნათლობის წესში ცვლილება შევიდა - ნახეთ, ყველა დეტალი
1750359420
2025 წლის 20-22 ივნისს, თბილისი რეგიონში ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას - Global Tech Weekend Tbilisi 2025-ს უმასპინძლებს. ღონისძიება სამი დღის განმავლობაში გააერთიანებს ქართველ და უცხოელ სტუმრებს ტექნოლოგიების სფეროში, ისეთი მიმართულებების გარშემო, როგორიცაა:
l ხელოვნური ინტელექტი (AI)
l ფინტექი (FinTech)
l გეიმინგი
l WEB3
l აგროტექნოლოგიები (AgriTech)
l მედია
l ციფრული მარკეტინგი
l კიბერსპორტი (E-Sport) და სხვა.
პირველ დღეს, Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის ქოლგის ქვეშ,არსებული Community Partner-ები თბილისის მასშტაბით ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ სხვადასხვა უნიკალურ Side Event-ს გამართავენ: Startup Büro, Ad Summit x Hapttic, Forbes Georgia, Political Tech Summit, D-Block, Axel - Georgian Business Angel Network, Tbilisi AI Meetups
Side Event-ებზე დასასწრებად საჭიროა ჩვენს lu.ma-ს ფეიჯზე აირჩიოთ სასურველი, დარეგისტრირდეთ და მიყვეთ ინსტრუქციას (ზოგიერთ მათგანს სჭირდება ბილეთები). ინფორაციას სრულად იხილავთ ბმულზე: https://lu.ma/GTWT2025
Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის მთავარი კონფერენცია სახელწოდებით “Shaping the New Era” კი რიგით მეორე დღეს, 21 ივნისს Radio City | District 4-ში ჩატარდება და გააერთიანებს 3000-ზე მეტ სტუმარს, 100-ზე მეტ პარტნიორ კომპანიას და 120 სპიკერს სხვადასხვა ქვეყნიდან.
ბილეთების გაყიდვა 21 ივნისის ღონისძიებისთვის უკვე მიმდინარეობს - Early Bird და პირველი კალათა ამოიწურა, ახლა კი მეორე კალათის ბილეთებია გაყიდვაში. თუ გსურს, შენც გახდე იმ ცვლილებების თანამონაწილე, რომლითაც იქმნება ახალი ეპოქა - უბრალოდ, მიჰყევი ბმულს: https://tkt.ge/GlobalTechWeekend2025
ღონისძიების სრული განრიგი მალე დაანონსდება.
სპიკერებს შორის იქნებიან:
• Jessica Tams – Atari-ს მმართველი გუნდის დირექტორი, Griffin Gaming-ის ვენჩურული პარტნიორი
• Ruben Veiga – Roblox-ის ქომუნითი მენეჯერი ევროპაში
• Maxime Paradis – Paradis Club-ის დამფუძნებელი
• Israel Pons – PITCH to the WORLD-ის თანადამბუძნებელი
• JP Isham - Gala - Games, Film and Music-ის მრჩეველთა ბორდის წევრი, Alchemist investment fund-ის მმართველი დირექტორი
• Dmitri M. Johnson - Story Kitchen-ის დამფუძნებელი პარტნიორი და პროდიუსერი და სხვები.
Radio City | District 4-ში ქართველი და უცხოელი წამყვანი ტექ. პროფესიონალები სხვადასხვა სცენაზე წარსდგებიან: მოეწყობა მთავარი სცენა, სტარტაპების გამოფენა და კონკურსი, შიდა მცირე სცენა, Outdoor-სცენა, მედია სივრცე და Chillout ზონა, 3 ბარი, არტ-ინსტალაციების ზონა და სხვა.
მონაწილეებს საშუალება ექნებათ, ინვესტორთა დახურულ ლაუნჯში შეხვდნენ ქართული და უცხოური VC ფონდების წარმომადგენლებს, Family Office-ებს, ანგელოზ ინვესტორებს, ტრადიციულ და ინოვაციურ სექტორებში ინვესტირებით დაინტერესებულ პირებს.
პარტნიორების მიერ ჩატარებული მრავალფეროვანი აქტივობების, DJსეტებისა და თეატრალური ნაწილის, ექსპო ზონის, გასართობი და სპორტული აქტივობების საშუალებით შექმნილი დინამიური და ინსპირაციული გარემო, დამსწრე საზოგადოებას ახალი ნეთვორქინგ სესიების გამართვისა და შესაძლებლობების აღმოჩენის უნიკალურ შანსს მისცემს.
ღონისძიების შემაჯამებელი, მესამე დღე, 22 ივნისი, დაეთმობა კვლავ Community Partner-ების Side Event-ებს.
Global Tech Weekend Tbilisi 2025-ზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც ტექნოლოგიები და მასთან დაკავშირებული ციფრული სფეროები აინტერესებს, სურს შეხვდეს ინვესტორებს და გაიცნოს ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალები. გარდა ადგილობრივი მონაწილეებისა, ღონისძიება უმასპინძლებს სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, რაშიც აქტიურად არიან ჩართულები GTWT 2025-ის ბრენდ-ელჩები - საერთაშორისო მასშტაბით ცნობილი ათი პროფესიონალი, რომელთა მხარდაჭერით ხდება სხვადასხვა ქვეყანაში ინფორმაციის გავრცელება და სტუმრების მოწვევა.
დამატებითი ინფორმაციის ნახვა სტარტაპ კონკურსისა და გამოფენისთვის, მოხელისეობრივი ჩართულობისა და ღონისძიების დეტალებისთვის, შესაძლებელია ბმულზე: https://gtwt.ge
კონფერენციის მთავარი პარტნიორები არიან: TBC, GITA | Startup in Georgia, Adjara Group, ATARI, Game Nations, Totally Human
პარტნიორები: TEGETA, Georgia Travel, Startup Büro, Forbes Georgia, UN Women, Lab Technologies, Zoommer, MSI, 42Digital, Kraken, Blue Ocean, GPI Holding, Sales Association, Friedrich Naumann Foundation, Paysera, Entrepreneur Georgia, Marketer, BPN, GNN, Wissol, Holy Motors, TheDiary, TBC Insurance, Borjomi და სხვა ა.შ.
Community პარტნიორები: Ad Summit, Hapttic, Axel - Georgian Business Angel Network, Tbilisi AI Meetups, 8000 Vintages, Tbilisi Hills, D-Block, Tribe, Future Laboratory, Political Tech Summit, Commschool, Fintech Association of Georgia
Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის მთავარი მისიაა გააერთიანოს რეგიონის საუკეთესო ტექ. პროფესიონალები და შექმნას მოძრაობა, რომლის ფარგლებშიც კავკასიის და ცენტრალური აზიის წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებსა და ადამიანებს ექნებათ საშუალება გაიცნონ ერთმანეთი და აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები.
20 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
1750361100