კასპში ავარია მსხვერპლით დასრულდა

პოლიციის ლენტი

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ავარიის შედეგად 50 წლამდე კაცი დაიღუპა. 

„ქართლის ამბების“ ცნობით, შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომობილი ამობრუნდა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.