1753907905
ინდოეთში ბავშვმა კობრას უკბინა და მოკლა

ინდოეთში, ბიჰარის შტატში ორი წლის ბიჭმა გოვინდა კუმარმა კობრას თავში უკბინა.
South China Morning Post-ის ცნობით, ბავშვი საკუთარი სახლის ეზოში თამაშობდა, როცა მას ქვეწარმავალი მიუახლოვდა. ცნობისმოყვარე ბიჭმა მას ხელი სტაცა, რის შემდეგაც გველი ხელზე შემოეხვია და თავდასხმისთვის მოემზადა. მაშინ ბიჭმა გველს თავში უკბინა, რის შედეგად ქვეწარმავალი მოკვდა.
ბიჭის ბებიამ ჟურნალისტებს უამბო, რომ როდესაც შვილიშვილი პირში გველის თავით დაინახა, განგაში ატეხა. გოვინდა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ორგანიზმში მოხვედრილი კობრის შხამისგან გაწმენდაში დაეხმარნენ. ბიჭი ორ დღეში გაწერეს. ახლა ის სახლშია და მის ჯანმრთელობას საქმე არ ემუქრება.