საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, ტყეში ხანძრის გამო მარსელის აეროპორტი დროებით დაიხურა
1751987087
ესპანეთში, კატალონიას რეგიონში ძლიერ ხანძარს ებრძვიან. დამწვარია 2000-ს ჰექტარამდე ტყის ტერიტორია. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მაშველები მთის ფერდობებზე გაჩენილ ცეცხლს მთელი ღამე ებრძოდნენ.
ცეცხლის სწრაფად გავრცელების გამო ახლომდებარე ქალაქებში სახლებიდან გასვლა აკრძალულია. განხორციელდა მოსახლეობის პრევენციული ევაკუაციაც. ცეცხლის ლოკალიზების პროცესში ჯამში 300-მდე მეხანძრეა ჩართული.