დიდ ბრიტანეთში, ატრაქციონის დაზიანების შედეგად 13 ბავშვი და ერთი ზრდასრული დაშავდა

ატრაქციონი

დიდი ბრიტანეთში, პორტკოულში, "კონი-ბიჩის" თემატურ პარკში, "ამერიკული გორაკების" მატარებელი რელსებიდან გადავიდა, რის შედეგადაც 13 ბავშვი და ერთი ზრდასრული დაშავდა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, შემთხვევა საღამოს მოხდა, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულების ნაწილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციის განცხადებით, დაშავებულებმა მსუბუქი ტრავმები მიიღეს.

პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევის მიზეზების დასადგენად, პარკში დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები და ის დროებით დაიხურება.