1750119344
დაღუპულთა რიცხვი 317-მდე გაიზარდა - ბოლო ცნობები ავიაკატასტროფის ადგილიდან

ინდოეთში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 317-მდე გაიზარდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სამოქალაქო საავადმყოფოს პერსონალის საცხოვრებელ ტერიტორიაზე, სადაც თვითმფრინავი ჩამოვარდა, 75 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.
თვითმფრინავის ბორტზე 242 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან დაღუპვას მხოლოდ ერთი გადაურჩა.
ავიაკომპანია „ეარ ინდიას“ კუთვნილი თვითმფრინავი აჰმედაბადის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში საცხოვრებელ რაიონში ჩამოვარდა. თვითმფრინავი ლონდონში მიფრინავდა.