დადიანზე კორპუსში იატაკი ჩამოინგრა - არიან დაშავებულები

დადიანი

დადიანის ქუჩაზე 3-სართულიანი სახლის იატაკი ჩამოინგრა. ამ დროისთვის ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.

როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მაშველებმა შენობიდან 2 დაშავებული გამოიყვანეს, რომლებიც კონტაქტურ მდგომარეობაში იყვნენ. 

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.