1751644200
ბოლო ცნობები რომში მომხდარი უბედური შემთხვევის ადგილიდან - დაშავებულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა

იტალიის დედაქალაქ რომში ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად დაშავებულია 29 ადამიანი. ადგილზე მეხანძრე მაშველები მუშაობენ.
აფეთქების დროს დაზიანდა ახლომდებარე შენობები და ათობით ავტომობილი. ერთ-ერთი ვერსიით, აფეთქება ბენზინ მზიდიდან ავზების საწვავით ავსების დროს მოხდა, ასევე ვრცელდება ვერსია, რომ საწვავის მილებს ავტომობილი დაეჯახა.
იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი უკვე ესაუბრა რომის მერს და დახმარებას დაჰპირდა. ს
პეციალური განცხადება გაავრცელა რომის პაპმა, ლეო XIV. „ჩემი ეპარქიის შუაგულში, პრენესტინო ლაბიკანოს რაიონში დღეს დილით ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულ ადამიანებზე ვლოცულობ. შეშფოთებით ვაკვირდები მოვლენების განვითარებას“, - აღნიშნულია რომის პაპის განცხადებაში.
მომხდარის მიზეზების დასადგენად, მიმდინარეობს გამოძიება .

5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
1751656440