ავარია სამეგრელოში - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

ავარია ფოთში

სამეგრელოში, ჭალადიდი-ფოთის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ამ წუთებში, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები. შემთხვევის გამო, მოძრაობა დროებით შეფერხებულია. 

ამ ეტაპზე უცნობია, არიან თუ არა დაშავებულები.

„პრაიმტაიმი“ დამატებით დეტალებს არკვევს.