15:50
ავარია სამეგრელოში - დაშავდა 5 ადამიანი

სამეგრელოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
წალენჯიხა-მუხურის გზაზე, სქურის გადასახვევთან, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა 5 ადამიანი. ისინი წალენჯიხის საავადმყოფოში გადაიყვანეს და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
16 წუთის წინ