ავარია ქუთაისში - მოზარდები კლინიკაში გადაიყვანეს

ავარია ქუთაისში

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ინფო იმერეთი“ ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ბალახვანში, დავით აღმაშენებლის ძეგლთან ავტომობილი ელექტრობოძს შეეჯახა. სააგენტოს ცნობით, მანქანაში სამი მოზარდი იმყოფებოდა. ორი ახალგაზრდა კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია, ასევე სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.