ბათუმში გაუჩინარებული ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს
1752090073
ესპანეთში, ქართველების ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიას უცხოური მედია ეხმაურება.
ესპანური სააგენტოს ცნობით, გოგონა საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან გადმოვარდა. მიუხედავად იმისა, რომ ექიმები მის გადარჩენას 1 საათის განმავლობაში ცდილობდნენ, მცირეწლოვანი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
სტატიას შემდეგი აღწერით გარდაცვლილი გოგონას დედა, ანი რევიშვილი აზიარებს.
„არ მიშვებდნენ დე, არაა, იქნებ გშველოდა ჩემი გვერდით ყოფნით, მაგრამ არ მიშვებდნენ, დედიკოო“ - წერს ახალგაზრდა ქალი.
ცნობისთვის, 3 წლის ადელინა 2 დღის წინ გარდაიცვალა. ოჯახი და ახლობლები საქართველოში ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოსვენებას ითხოვენ.