„როგორი ნიჭიერი და საამაყო იყავი, შვილო...“ - ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს გლოვობენ
1793874921
ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ კოკში ცოტა ხნის წინ უბედური შემთხვევა მოხდა.
მეზობლის ინფორმაციით, 18 წლის აბიტურიენტი ალექსი ბუაძე ელექტრო ბოძზე ავიდა და მას სავარაუდოდ, დენმა დაარტყა.
„საშინელება ხდება სოფლის ცენტრში, შუქიც ჩაქრა და ზუსტად რა მოხდა არ ვიცით, მანამდე დაიღუპა ალექსი თუ ბოძზე ასვლისას. მე ავადმყოფი მეუღლე მყავს და ვერ ვტოვებ მარტოს. საშინელი კივილის ხმა მესმის",- გვითხრა მეზობელმა.
ახალგაზრდა ბიჭს დედ-მამა და გათხოვილი დები ჰყავს.