ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მე-7 კვარტალში მდებარე სკვერი, ამიერიდან ქართველი ექიმის, იოსებ ჟორდანიას სახელს ატარებს

მო

ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მე-7 კვარტალში მდებარე სკვერი, ამიერიდან ქართველი ექიმის, იოსებ ჟორდანიას სახელს ატარებს.

ცერემონიას საკრებულოს თავმჯდომარე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ასევე სამედიცინო სფეროს წევრები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. იოსებ ჟორდანია ქვეყანაში რეპროდუქციული მედიცინის ფუძემდებელია. ჟორდანია 1962 წელს, ბრაზილიიდან დაბრუნების დროს ტრაგიკულად დაიღუპა.