მანქანა ახალგაზრდა კაცს დაეჯახა - ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში

სასწრაფო პოლიცია

რუსთავში, ქვეითთა გადასასვლელზე, ახალგაზრდა კაცს მანქანა დაეჯახა. ინფორმაციას „ინფო რუსთავი" ავრცელებს. 

დაშავებული კაცი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანა.

ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.