ვაკის რაიონში წყალი 12 საათით შეწყდება - GWP-ის გაფრთხილება

წყალი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

კომპანიის ცნობით, ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალი 12-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება.

სამუშაოების მიმდინარეობისას 23:00 საათიდან 17 ივნისის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ქავთარაძის ქ. N31,N33, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალის N10, 11, 12.