„როგორი ნიჭიერი და საამაყო იყავი, შვილო...“ - ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს გლოვობენ
1793874921
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი გუგა გაგნიძე ზესტაფონში საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს. დილიდან ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა.
გუგა გაგნიძეს ტაშით და სამხედრო პატივით დაემშვიდობნენ. გმირულად დაღუპულ ქართველს პატივი უკრაინის სამხედრო ატაშემ მიაგო.
40 წლის გუგა გაგნიძე უკრაინაში, ბახმუტთან ახლოს მოწინააღმდეგესთან კონტაქტურ ბრძოლაში დაიღუპა. ის უკრაინის შეიარაღებული ძალების 25-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადაში მსახურობდა.