1782113410
„თვალით აღარ მინახავს, მაგრამ მისი სიკეთე არასოდეს დამვიწყებია“ - აქამდე უცნობი ამბავი თემურ უგულავაზე
ბიზნესმენ, თემურ უგულავას გარდაცვალების შემდეგ სოციალურ ქსელში არაერთი მოგონება ვრცელდება. ადამიანები იხსენებენ მის პროფესიონალიზმს, ხედვასა და იმ სიკეთეებს, რომელთა შესახებ ფართო საზოგადოებამ არც კი იცოდა.
ერთ-ერთი ისტორია ყველის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ანა მიქაძე-ჩიკვაიძეს ეკუთვნის. ის წლების წინ, თემურ უგულავას შემთხვევით შეხვედრის ამბავს იხსენებს:
„გაეროს ნაყიდი ბიზნეს კლასის ბილეთით ვიფრინე. თბილისი - სტამბული - რომი - პალერმო და უკან გზაზე მარტო ვსხედვართ ორნი - მე და უცნობი კაცი.
ცოტა ხანში მკითხა: ქართველი ხარო? ვერ ვიტან ფრენასო და მელაპარაკე რაო. დამშვიდობებისას სავიზიტო დამიდო და ოფისში მაგიდაზე დამრჩა და მეგობარმა შეიცხადა, იცნობო? მოკლედ დავაკავშირე ეგ პროექტი თუ გამომივიდა: ერთი პატარა მანქანა: ჩემზე იყოსო.
პროექტი გამოვიდა. იმან, მეგობარმახ ტრადიციულად გადამაგდო.
მირეკავს უგულავა და მეკითხება - დავეხმარე და შენ თუ ხარ ამ პროექტში ჩართულიო? ძალიან ტაქტიანად მკითხა.
მოვაღე ტირილი და ჩავუშვი ის ჩემი „მეგობარი“.
ერთ საათში მოდის მანქანა უგულავამ გამომიშვაო. კონვერტში იდო ზუსტად ის თანხა, რომლითაც ჩემი პირველი მანქანა ვიყიდე. თვალით არ მინახავს ეს კაცი მას მერე... მადლობაც ვერ ვუთხარი წესიერად.
უფალს ებარებოდეს შენი სული“,- წერს მიქაძე.








