ჯეი დი ვენსმა ისაუბრა ირანული აქტივების განბლოკვის ინიციატივაზე, რომელიც აშშ-ს მისცემს უფლებას, გააკონტროლოს, თუ რისი შეძენა შეუძლია თეირანს ამ თანხით

ჯეი დი ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ისაუბრა ირანული აქტივების განბლოკვის ინიციატივაზე, რომელიც აშშ-ს მისცემს უფლებას, გააკონტროლოს, თუ რისი შეძენა შეუძლია თეირანს ამ თანხით.

მისი თქმით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის მიერ შემუშავებული გეგმა ითვალისწინებს, რომ ეს თანხა ამერიკული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესაძენად უნდა დაიხარჯოს.

„ჩვენ გვინდოდა დავრწმუნებულიყავით, რომ შევქმენით პროცესი, რომლის მიხედვითაც, თუ ოდესმე ირანულ აქტივებს განვბლოკავთ, შევძლებთ უზრუნველვყოთ, რომ ეს ფული - ეს ირანული ფული - მოხმარდეს ირანის ხალხის დახმარებას და არა ტერორიზმის დაფინანსებას“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, კატართან კოორდინაციით შემუშავებული გეგმა თანხებს მიმართავს „ამერიკული სოიოს, ამერიკული სიმინდისა და ამერიკული ხორბლის შესაძენად, ირანელი ხალხის საკეთილდღეოდ“.