თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

tusheti

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ10-კმ72 მონაკვეთზე, ჩატარებული სამუშაოების შედეგად ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

აღნიშნულ მონაკვეთზე ხევის ადიდების გამო, მოძრაობა 3 ივლისიდან შეზღუდული იყო.