„დაიკარგა გეცბი!“ - ოჯახი დაკარგულ ძაღლს ეძებს
1751732458
ესპანეთის პალმა დე მაიორკას აეროპორტში გაჩენილი ხანძრის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ბალეარის კუნძულების დედაქალაქის ორ სხვადასხვა კლინიკაში ექვსი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
როგორც აღმოჩნდა, აეროპორტში მანჩესტერში გასაფრენად გამზადებულ თვითმფრინავში ხანძარი გაჩნდა, რამაც მგზავრებში პანიკა გამოიწვია. სასწრაფო/სამაშველო ჯგუფმა სულ 18 პირი მიიღო, თუმცა სამედიცინო დახმარება, მხოლოდ 6 ადამიანს დასჭირდა. თითოეულ მათგანს მსუბუქი დაზიანება აღენიშნებოდა.
ინციდენტი Ryanair-ის თვითმფრინავში მოხდა. სასწრაფო დახმარების ჯგუფებს თვითმფრინავიდან ხანძრის შესახებ ეცნობათ. კაპიტანი აცხადებდა, რომ ცეცხლი ძრავს წაეკიდა. შემთხვევის დროს, რამდენიმე მგზავრმა თვითმფრინავიდან გადახტომა სცადა. მიუხედავად ამისა, სამაშველო ჯგუფებმა მათი ორგანიზებულად ევაკუირება მოახერხეს. ხანძრის დროულად ჩაქრობა მეხანძრეებმა შეძლეს, თუმცა ინციდენტის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.