ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყნის დატოვების მსურველებისთვის საგანგებო მიმართვას ავრცელებს
1750676109
,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს.
,,16 სექტემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, ფალიაშვილის ქ. N7-თან წყალსადენის ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 16 სექტემბერს 16:00 საათიდან 23:50 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ფალიაშვილის, ნაფარეულის, ერისთავის, ბაზალეთის, თაყაიშვილის, კეკელიძის N1-5 (კენტებს) ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.