1775204481
ცნობილია, რა საკითხები განიხილეს სინოდის სხდომაზე
საქართველოს საპატრიარქოში, სინოდის სხდომა დასრულდა. დღევანდელი სხდომა 12:00 საათზე დაიწყო და 5 საათი გაგრძელდა.
კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის შემდეგ ეს წმინდა სინოდის პირველი სხდომა იყო, რომელიც პატრიარქის ტახტის მოსაყდრის, მიტრპოლიტი შიო მუჯირის მოწვევით შეიკრიბა.
სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, კომენტარი გააკეთა მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა.
მეუფე ილარიონის განცხადებით, საპატრიარქოში გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე მღვდელმთავრებმა საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.
როგორც მეუფე ილარიონმა ჟურნალისტებს განუცხადა, სინოდი შეთანხმდა გარკვეულ საკითხებზე, თუმცა, აღნიშნა, რომ მთელი რიგი მიმართულებით მსჯელობა კიდევ მოუწევთ.
„სინოდის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საპროცედურო-საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით. საორგანიზაციო საკითხები შემდგომ სინოდზე კიდევ უნდა იყოს განხილული, საბოლოოდ მოხდება შემდეგ კანდიდატების გამორჩევა. მართვა-გამგეობის დებულება არ შეიცვლება, რადგან ეს გაფართოებულმა კრებამ უნდა შეცვალოს, როდესაც ახალი პატრიარქი იქნება არჩეული“, – განაცხადა მეუფე ილარიონმა.











