ცნობილია, რა გახდა რუსთავში მომხდარი ავარიის მიზეზი - ახალი დეტალები

ავარია

დღეს საღამოს რუსთავში ავარია მოხდა: ავტომობილი მოულოდნელად ტროტუარზე შევარდა, იქ მდგომ ახალგაზრდა კაცს დაეჯახა, შემდეგ კი აფთიაქში შევარდა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, მას სავარაუდოდ მცირე მოტეხილობა აღენიშნება.

 ადგილზე მისულ „პრაიმტაიმს“ თვითმხილველებმა უამბეს, რომ მანქანაში ორი ახალგაზრდა იჯდა. მძღოლი იმავე კორპუსში ცხოვრობს, სადაც პირველ სართულზე აფთიაქია გახსნილი. ახალგაზრდა მამაკაცს ბავშვობიდან ეპილეფსიის დიაგნოზი აქვს და როგორც თავად მძღოლმა თქვა, მას იმ დროს შეტევა დაემართა, რაც ავარიის მიზეზი გახდა.  

დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, არ დაშავებულან მანქანაში მსხდომნი და არც აფთიაქის თანამშრომლები.  დაზიანებულია აფთიაქის ინფრასტრუქტურა.