ცნობილია, ხაშურში დაღუპული 9 წლის ბიჭის ვინაობა

ხაშურში დაღუპული

ხაშურში, დღეს დილით, 9 წლის ბავშვი, ლუკა ბარბაქაძე, სამსახურიდან მისულ მამას გარდაცვლილი დახვდა, დედა კი უგონო მდგომარეობაში.

ქალი კლინიკაშია გადაყვანილი.

ჩვენი ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ გაზმომარაგების კომპანიის ტექნიკოსები, თუმცა ბუნებრივი აირის გაჟონვა პირველადი ინფორმაციით არ დადასტურდა.

„პრაიმტაიმს“ შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.