ცოტნე გამსახურდიას მეუღლის მიმართ ადევნების ფაქტზე 56 წლის მამაკაცი მეორედ დააკავეს
1779471556
ცნობილი ქართველი მხატვარი, გივი თორაძე გარდაიცვალა.
„თელავის ელენე ახვლედიანის სამხატვრო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უნიჭიერესი მხატვრის, ჩვენი სკოლის ამაგდარი პედაგოგის, გივი თორაძის გარდაცვალების გამო.
გივი თორაძის გარდაცვალება არა მხოლოდ სამხატვრო სკოლის, არამედ თელავის საზოგადოების დიდი დანაკლისია. სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, ნათესავებს, მეგობრებს და მხატვართა საზოგადოებას.“ - ნათქვამია სამძიმრის წერილში.