ქართველ ბიზნესმენს თაღლითებმა AI-ის გამოყენებით 74 მილიონი დოლარი მოპარეს - ცნობილია საქმის დეტალები
1793879558
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნემსაძემ, მერის მოადგილემ რევაზ ახვლედიანმა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა დავით ჩაკვეტაძემ დამდეგი შობის დღესასწაული მიულოცეს ქალაქ ცაგერისა და სოფელ ლაჯანის უმწეოთა სასადილოების 119 ბენეფიციარს, მომსახურე პერსონალს და საშობაო ნობათი გადასცეს ყველა მათგანს.
„დღეს შობის დამდეგი დღესასწაული მივულოცეთ ადამიანებს, რომელთაც ძალზედ ესაჭიროებათ ჩვენი თანადგომა, მათ შორის არიან ბავშვები. ვფიქრობ, ჩვენი დღევანდელი აქციით, მცირედით მაინც გავახარეთ ისინი. ყველა ადამიანი ხალისით უნდა ხვდებოდეს შობას. ქრისტეშობის მადლი შეეწიოს მათ და თითოეულ ქართველს", - აღნიშნა გიორგი ნემსაძემ.