ტრამპის მხარდამჭერს, 31 წლის ჩარლი კირკს იუტას შტატში, უნივერსიტეტში გამოსვლისას ესროლეს - მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

ბჰ

 ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტი, ჩარლი კირკი სროლის მსხვერპლი გახდა საჯარო შეხვედრის დროს. შემთხვევამდე რამდენიმე წამით ადრე, კამერებზე დაფიქსირდა, როგორ პასუხობდა ის აუდიტორიის შეკითხვას ტრანსგენდერ ადამიანებზე და მათ კავშირზე მასობრივ სროლებთან ამერიკაში. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

აუდიტორიის წევრი: იცით, რამდენი ტრანსგენდერი ამერიკელი იყო მასობრივი მსროლელი ბოლო 10 წლის განმავლობაში?

კირკი: ძალიან ბევრი.

მკითხველმა დააზუსტა, რომ ეს რიცხვი ხუთია და შემდეგ იკითხა, იცოდა თუ არა კირკმა, რამდენი მასობრივი სროლა მოხდა აშშ-ში იმავე პერიოდში.

კირკი: ბანდების ძალადობას ჩავთვლით თუ არა?

ამის შემდეგ რამდენიმე წამში, ვიდეოში ისმის გასროლის ხმა.

გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორმა, კეშ პატელმა განაცხადა, რომ კონსერვატიული პოლიტიკური აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.

დღევანდელი საშინელი სროლის სუბიექტი, რომელმაც ჩარლი კირკის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაკავებულია. მადლობას ვუხდით ადგილობრივ და შტატის უწყებებს FBI-სთან თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნა კეშ პატელმა.