თინათინ რუხაძე: უდიდესი დანაკარგია ქართული კულტურისთვის, მაგრამ ელდარ შენგელაიამ ისეთი მემკვიდრეობა დაუტოვა საქართველოს, რომელიც არასდროს დამთავრდება

თინათინ რუხაძე

უდიდესი დანაკარგია ქართული კულტურისთვის. მაგრამ ელდარ შენგელაიამ ისეთი მემკვიდრეობა დაუტოვა საქართველოს, რომელიც არასდროს არ დამთავრდება, - განაცხადა საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ, რომელიც სიონის საკათედრო ტაძარში ელდარ შენგელაიას სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.

„ყველაფერი კარგი როდისმე მთავრდება, მაგრამ ჩვენთვის უზარმაზარი დანაკარგია ადამიანურადაც ელდარ შენგელაია და რასაკვირველია, უდიდესი დანაკარგია ქართული კულტურისთვის. მაგრამ ელდარ შენგელაიამ ისეთი მემკვიდრეობა დაუტოვა საქართველოს, რომელიც არასდროს არ დამთავრდება და ის არასდროს მიატოვებს ამ ქვეყანას. ის იყო აბსოლუტურად ქართული, სიკეთის მოციქული იყო და მე მგონია, რომ ეს არის დიდი ბედნიერება, რომ ჩვენ გვხვდა წილად, მისი თანამედროვეები ვყოფილიყავით“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.

ლეგენდარული კინორეჟისორი ელდარ შენგელაია 92 წლის ასაკში 7 აგვისტოს გარდაიცვალა.