ქართველ ბიზნესმენს თაღლითებმა AI-ის გამოყენებით 74 მილიონი დოლარი მოპარეს - ცნობილია საქმის დეტალები
1793879558
თბილისის ცენტრში მომხდარი ავარიის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა. კოსტავას გამზირზე ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარის გამო გარკვეული პერიოდში შეფერხებული იყო ტრანსპორტის მოძრაობა. საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების გარდა, ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფიც. სწორედ მაშველების დახმარებით მოხერხდა რამდენიმე დაშავებულის მანქანიდან გადმოყვანა.