წვიმა და ძლიერი ქარი - 5 აპრილამდე მოსალოდნელი ამინდი ქვეყნის მასშტაბით
1775210636
დავით გამრეკელისა და ტაშკენტის ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილების სქემა შეიცვალა.
დავით გამრეკელის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ყაზბეგის გამზირიდან ადამ მიცკევიჩის ქუჩის მიმართულებით, ხოლო ტაშკენტის ქუჩაზე სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდებიან ადამ მიცკევიჩის ქუჩიდან ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის მიმართულებით.
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ, გადაადგილების ახალი სქემის შესაბამისად, უკვე უზრუნველყო შუქნიშნების გადაწყობა, საგზაო ნიშნების განთავსება და საგზაო მონიშვნების დახაზვა.