36 ადამიანის საკვებით მოიწამლა - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ "ფუდ გალერის" საწარმოო პროცესი შეუჩერა
1779445140
თამარ მეფის გამზირზე დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით, 15 ივლისიდან 10 აგვისტომდე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. სამუშაოები ძირითადად, თამარ მეფის გამზირისა და აღმაშენებლის გამზირის კვეთაზე არსებულ საგზაო მონაკვეთში ჩატარდება, - ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
„სამუშაოების განმავლობაში, არსებული საგზაო კუნძულების, ტროტუარებისა და გზის სავალი ნაწილის რეკონსტრუქცია-მოდერნიზება განხორციელდება. საჭიროების შემთხვევაში, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა მხოლოდ ღამის საათებში, 00:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში მოხდება“, -აღნიშნულია მერიის განცხადებაში.
მერიაში აცხადებენ, რომ სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილების მიმართულებები უცვლელი დარჩება.