სოციალურ ქსელში 22 წლის ბიჭის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება
1779046142
ხალხური მედიცინის ექსპერტი არუნ ხათრი სოციალურ ქსელში მორიგ სასარგებლო რჩევას გვიზიარებს, რომელის სუშის მირთმევის დროს დაშვებულ შეცდომას ეხება.
როგორც არუნ საუბრობს, არასწორად შენახვის შემთხვევაში პროდუქტზე პარაზიტები მრავლდებიან.
„სუში არის ძალიან საშიში საჭმელი, მისი ჭამის დროს შეიძლება პარაზიტები ჩვენს ორგანიზმში მოხვდეს. ამიტომ არსებობს წესები. მინუს 30, 35 გრადუსამდე ინახება ეს უმი თევზები, რომ შემდეგ ადამიანმა ის უკვე მიირთვას.
ჩვენ ხშირად ვხედავთ შეფუთულ მდგომარეობაში სუშს მარკეტებში, სადაც რა თქმა უნდა არ არის ის ტემპერატურა რაც ამ პროდუქტის შენახვას სჭირდება.
წარმოიდგინეთ, ეს პარაზიტი რომ ადამიანის ორგანიზში მოხვდეს, შემდეგ მისი გარეთ გამოყვანა რთულია. ასე რომ სუშის მოყვარულებო იყავით ფრთხილად“ – ამბობს გავრცელებულ ვიდეოში არუნ ხათრი.