შუქი გაითიშება - „ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ნათურა

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. 

კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 13 მაისს 10:30-იდან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მუხათწყარო, თხინვალა, ლისი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 16:00 საათამდე აბონენტებს დუშეთში სტალინის, რუსთაველის, მწითურის და მიმდებარე ქუჩებზე; აგრეთვე დუშეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში კობიაანთკარი, სეთურნი, კობი, გუდაური, სულიკიანთკარი და მიმდებარე სოფლებში.

„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.