შს მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძემ თანამდებობა დატოვა

ჭელიძე

შს მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძემ თანამდებობა დატოვა.

ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ უწყებაში დაუდასტურეს.

იოსებ ჭელიძე დაიბადა 1969 წლის 24 ოქტომბერს.

1993 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტი.
15.05.1995-01.01.2005 წლებში მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის სამთავრობო დაცვის სამსახურში სხვადასხვა თანამდებობებზე;

21.01.2005-05.02.2015 წლებში საქმიანობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობებზე;

05.02.2015-11.05.2015 წლებში იყო შსს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის პირადი დაცვის სპეციალური სამმართველოს უფროსი;

11.05.2015-01.08.2015 წლებში იყო შსს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
01.08.2015-10.09.2019 წლებში საქმიანობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფროსის (დეპარტამენტის დირექტორი) თანამდებობაზე;

2019 წლის 10 სექტემბრიდან დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ.