6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ, საბერძნეთში ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
1747201952
რომში, 5 ივნისს, გაიმართება DOMINA-ს მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონგრესი, რომელიც ეძღვნება ემიგრანტების შრომით უფლებებს, ინტეგრაციასა და პროფესიულ ზრდას. ღონისძიებას ორგანიზაციულად მხარს უჭერს ემიგრანტთა საინფორმაციო და საკონსულტაციო ორგანიზაცია Geo House.
კონგრესი სპეციალურად ქართველ ემიგრანტებზეა ორიენტირებული და მის ფარგლებში დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მნიშვნელოვანი ინფორმაცია შრომითი უფლებების, დასაქმების პირობების, ინტეგრაციის გზებისა და პროფესიული განვითარებისთვის საჭირო რესურსების შესახებ.
ღონისძიება ასევე ემიგრანტებისთვის გახსნილი პლატფორმაა, რათა საკუთარი ხმა გააჟღერონ საჯარო სივრცეში და მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო დისკუსიებში.
კონგრესი გაიმართება რომში, Viale Umberto Tupini 65-ში და დაიწყება 13:00 საათზე.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. მონაწილეებისთვის უზრუნველყოფილია უფასო ტრანსპორტირება (ბარიდან) და კვება.
დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის დაინტერესებულმა პირებმა უნდა დაუკავშირდეს ქართველ ოპერატორს, ნომერზე (+39) 349 180 5032 ან პირად შეტყობინებაში.