„საშიში სიტუაციაა... იყავით ფრთხილად!“ - მეტეოროლოგი მოსახლეობას აფრთხილებს
1758310875
საწარმოებში შემოწმება რეგულარულად ტარდება. შრომის ინსპექცია ობიექტს რეკომენდაციებს და სიახლეებს აცნობს. როგორ უნდა მიმდინარეობდეს სამუშაო პროცესი ისე, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული დასაქმებულთა უსაფრთხოება - კომპანიაში აცხადებენ, რომ წესებს იცავენ.
შრომის ინსპექციის სამსახურში სტატისტიკაზე საუბრობენ, აცხადებენ, რომ უწყებამ 3 201 ინსპექტირება ჩაატარა. შედეგად, შემოწმდა 1901 ობიექტი და ინსპექტირება შეეხო 84 000-ზე მეტ დასაქმებულ პირს. ასევე, გაირკვა, რომ უბედური შემთხვევების რაოდენობა 50 პროცენტით არის შემცირებული.
უსაფრთხოების სტანდარტების გარდა, შრომის ინსპექცია კომპანიებში დასაქმებულების შრომითი უფლებების დაცვითაც ინტერესდება. 2024 წელს უწყებამ 100 000-მდე დასაქმებულის საკითხი განიხილა.
შრომის ინსპექტირების სამსახური 10 წლის წინ ჩამოყალიბდა, რომელმაც არაერთი ეტაპი გაიარა. შემთხვევების შემცირების დინამიკას უწყებაში არაერთ ფაქტორს უკავშირებენ.
შრომის ინსპექციის სამსახურის ჯგუფები როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში მუშაობენ. მათი მთავარი მიზანი იმის კონტროლია, რამდენად უსაფრთხოა მოქალაქეებისთვის სამუშაო გარემო და რამდენად დაცულია მათი უფლებები.