1752076138
შარდის ბუშტის ანთების სიმპტომები და მკურნალობა

შარდის ბუშტის ანთება, რომელსაც სამედიცინო ტერმინოლოგიაში ცისტიტი ეწოდება, საკმაოდ გავრცელებულ პრობლემას წარმოადგენს. მისი განვითარება კი რამდენიმე მიზეზით შეიძლება: ინფექციის, იმუნური სისტემის დაქვეითების ან შარდის ბუშტის სისტემაში მექანიკური დაზიანების გამო.
ამასთან, თემატურად, საგულისხმოა, რომ ზღვის სეზონისა და კონდიცირების სისტემების გამოყენების პერიოდში შარდის ცისტიტი განსაკუთრებით ხშირად გვხვდება. ამ დროს სხეული ხშირად განიცდის ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებებს: ორგანიზმი თბილ გარემოშია — მზეზე ყოფნისას ან ზღვაში ცურვისას, ხოლო შემდეგ პირდაპირ შედის გრილ, კონდიცირებულ სივრცეში. ეს ტემპერატურული სტრესი ასუსტებს იმუნურ სისტემას და ზრდის ინფექციების განვითარების რისკს.
როგორც წესი, ცისტიტის მკურნალობა შედარებით მარტივია და დიდ პრობლემასთან არ ასოცირდება; თუმცა, უყურადღებობის შემთხვევაში, შეიძლება გართულდეს და თირკმელებიც კი საგრძნობლად დააზიანოს. სწორედ ამიტომ, დიაგნოზის დროულად დასმა და მკურნალობა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
ცისტიტის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია ბაქტერიული ინფექცია, ძირითადად Escherichia coli, რომელიც ნაწლავური მიკროფლორის ნაწილია. ბაქტერიები შარდსადენით აღწევს შარდის ბუშტამდე და ანთებას იწვევს. ეს შეიძლება მოხდეს ჰიგიენის წესების დარღვევის, დაუცველი სქესობრივი აქტის, გაციებისა და იმუნური სისტემის დაქვეითების შედეგად. ასევე, რისკფაქტორებია მჭიდრო ტანსაცმელი, შარდის დიდხანს შეკავება და ზოგიერთი კონტრაცეპტივის გამოყენება.
ცისტიტის ძირითადი სიმპტომები
ცისტიტი (შარდის ბუშტის ანთება), როგორც წესი, რამდენიმე დამახასიათებელი სიმპტომით ვლინდება. პაციენტი ხშირად უჩივის ტკივილს შარდვის დროს, რომელიც შეიძლება იყოს მჭრელი ან წვისმაგვარი. ასევე, მატულობს შარდვის სიხშირე — მიუხედავად იმისა, რომ შარდის რაოდენობა მცირეა.
ზოგჯერ შარდს თან სდევს სისხლი და უსიამოვნო სუნიც აქვს. ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნება ტკივილი მუცლის ქვედა არეში, წნევის შეგრძნება შარდის ბუშტის მიდამოში და ზოგადი სისუსტე. თუ ანთება მწვავედ მიმდინარეობს, შესაძლოა ტემპერატურამაც იმატოს, რაც ინფექციური პროცესის ნიშნად ითვლება.
როგორ ვუმკურნალოთ ცისტიტს?
მკურნალობა, პირველ რიგში, სწორი დიაგნოზის დასმით იწყება — ამისათვის შარდის ანალიზებსა და მიმდინარე სიმპტომებს ეყრდნობა ექიმი. თუ ინფექციური მიზეზი დადასტურდა, ინიშნება ანტიბიოტიკოთერაპია, თუმცა სიმპტომური მკურნალობაც ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებელია წყლის დიდი რაოდენობით მიღება, რათა ბაქტერიები სწრაფად გამოიდევნოს ორგანიზმიდან.
მედიკამენტების თვალსაზრისით კი, საგულისხმოა, რომ ხშირად ინიშნება ეს ორი პრეპარატი: პროვაგი და პროიმუნოლაიფი. ორივე მათგანი მიმართულია დაავადების გამომწვევი ძირითადი მექანიზმების — ბაქტერიული ინფექციისა და იმუნური სისტემის სისუსტის — წინააღმდეგ.
განვიხილოთ თითოეულის უპირატესობა:
პროვაგი წარმოადგენს პრობიოტიკს, რომელიც შეიცავს სპეციალურად შერჩეულ ცოცხალ ლაქტობაცილებს (Lactobacillus spp.). ეს ბაქტერიები ბუნებრივად ქმნის ჯანმრთელ ვაგინალურ მიკროფლორას და ინარჩუნებს მჟავე გარემოს, რაც ხელს უშლის პათოგენური მიკროორგანიზმების — მათ შორის, E. coli-ის — გამრავლებას.
ზოგადად, ნაწლავური ბაქტერია, ვაგინალური დისბალანსის ფონზე, მარტივად აღწევს შარდსადენში. პროვაგი კი ლაქტობაცილების ბალანსს აღადგენს და ბუნებრივ ბარიერს ქმნის ინფექციის წინააღმდეგ.
ამასთან, ცისტიტის მკურნალობისას ხშირად ინიშნება ანტიბიოტიკები, რომლებიც ვაგინალურ მიკროფლორასაც აზიანებს. ასეთ შემთხვევაში, პროვაგი ხელს უშლის კანდიდოზისა და ანტიბიოტიკთან დაკავშირებული სხვა გართულებების განვითარებას.
ხოლო რეციდივების შემთხვევაში, პროვაგის გამოყენება ხელს უშლის ინფექციის ხელახლა აღმოცენებას, ვინაიდან ინარჩუნებს მიკროფლორის ფიზიოლოგიურ ბალანსს.
რაც შეეხება პროიმუნოლაიფს, ეს არის კომპლექსური იმუნომოდულატორი, რომელიც შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ვიტამინ C-ს, თუთიას და სხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს. მისი დანიშნულება ცისტიტის დროს უკავშირდება ორგანიზმის ბუნებრივი დაცვის გაძლიერებას. კერძოდ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ცისტიტი ხშირად ვითარდება იმუნური სისტემის დაქვეითების ფონზე. პროიმუნოლაიფი კი აძლიერებს უჯრედულ და ჰუმორალურ იმუნიტეტს, რაც ორგანიზმს ბაქტერიული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება.
ამავდროულად, მისი შემადგენელი ანტიოქსიდანტები ამცირებს ანთებით პროცესს შარის ბუშტის სისტემაში, რაც ამსუბუქებს სიმპტომებს და ხელს უწყობს სწრაფ გამოჯანმრთელებას.
აღსანიშნავია, რომ ორივე პრეპარატის საქართველოს ბაზარზე შემოტანასა და გავრცელებას მოწინავე ფარმაცევტული კომპანია SmartPharm უზრუნველყოფს.