მარტვილელი ბებო, რომელიც მანქანების სიყვარულით იყო ცნობილი და ბევრმა სწორედ ამით გაიცნო, გარდაიცვალა
1781342801
12 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისის ჩათვლით საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ცალკეულ მაღალმთიან რეგიონებში თოვლ-ჭყაპი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
13 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისის ჩათვლით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე მოსალოდნელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება, მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.