საქალაქთაშორისო მგზავრობის ტარიფი შეიცვალა - რა ღირს ახლა

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი

თბილისიდან რამდენიმე მიმართულებით მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა. მგზავრობის საფასური დასავლეთის მიმართულებით 5 ლარით არის გაზრდილი.

მაგალითისთვის, მგზავრობის ღირებულება მაისის ბოლოდან გაიზარდა ქუთაისის, ოზურგეთის, ზუგდიდისა და მარტვილის მიმართულებებით.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ავტოსადგურ „ოკრიბაში“ განუცხადეს, მარტვილისა და ზუგდიდის მიმართულებით მგზავრობის ფასი 30 ლარია, იქამდე კი 25 ლარი იყო.